ირაკლი ქარქაშაძე - თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ თელავის აეროპორტის პროექტირების კონკურსში მონაწილეობა 13-მა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებულად შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ გამოცხადდა, რომელიც საკონკურსო კომისიამ 10-ბალიანი სისტემით შეაფასა.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის კონკურსზე შერჩევის პროცესი დასრულებულია.

„თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, რომელმაც ძალიან საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა. მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლის სხვადასხვა არქიტექტურული პროექტები ბათუმის MC Donald-ის შენობა, თბილისში Meama-ს ოფისი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში და სხვა, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. უახლოეს მომავალში ჩვენ თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას და ამ ულამაზესი პროექტის ხორცშესხმას დავიწყებთ, რომელიც მჯერა, რომ კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთმანეთს საჰაერო გზით დაუკავშირებს და რეგიონისთვის არამხოლოდ აეროპორტი, არამედ შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილი გახდება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ინფორმაციის თანახმად, კომპანია „ხმალაძე არქიტექტორებმა“ თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს.

„ჩვენი შემოთავაზებით, კონცეპტუალურად დამკვეთს ვიზუალურად გახსნილი შენობა შევთავაზეთ, ადგილიდან გამომდინარე, გარშემო ხედვის არეალები გახსნილია და სივრცე -ალაზნის ველის ხედი, მთლიანობაში კახეთში ჩამსვლელი თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენი გადაწყვეტით, ინტერიერში შემოგვაქვს ფაქტობრივად, მთლიანი გარემო, რაც კახეთში არის. თავად კონსტრუქცია რკინა-ბეტონის არის, თუმცა ეს მძიმე მასალა გეომეტრიულად ისე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰაეროვანი ფორმა ნარჩუნდება. ფერების კუთხითაც ვეცადეთ, უფრო დამჯდარი და ბუნებრივი ტექსტურა გამოგვეყენებინა“, - განაცხადა პროექტის ავტორმა, გიორგი ხმალაძემ.

მათივე ცნობით, კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღგ-ის გარეშე 296 000 ლარს გადაიხდის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის