კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა

კახეთში, რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძება გაიმართა. კახეთს 31 ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და დავით მათიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.

ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ახალი სამგზავრო ავტობუსების საქართველოში ჩამოყვანა შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული, კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანია „ჯითი გრუპიმ“ უზრუნველყო.

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონს 31 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის ავტობუსების შეძენით, კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს