ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს, რუმინეთის ელჩს საქართველოში, რაზვან როტუნდუს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი ასრულებენ ნატოს საკონტაქტო საელჩოების როლს ორი წლის ვადით. ამ ფუნქციის შესრულებისას, გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი მუშაობენ ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე.

„ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. სწორედ ამიტომ, თქვენი საქმიანობა ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობისათვის ნატოსა და ევროკავშირზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.

ინფორმაციის თანახმად, საუბრისას, მხარეებმა ამ მიმართულებით უკვე არსებული პროექტები და პროგრამები, ასევე მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ნატოში გაწევრიანების პროცესს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება