„ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატომ“ გო“ე“მოს (Gault&Millau) ნიშანი მიიღო

„ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატომ“ გო“ე“მოს ხარისხის ნიშანი მიიღო. გო“ე“მო კვების ობიექტების შეფასებისა და ხარისხის დამადასტურებელი ფრანგული ბრენდია, რომელიც 1965 წელს დაარსდა. მისი მთავარი ორიენტირი ხარისხია.

გო“ე“მოს ექსპერტების ჯგუფი აფასებს კვების ობიექტების გარემოს, ინტერიერს, მომსახურებას, კერძების პრეზენტაციის ტექნიკას, ინგრედიენტების ხარისხს და აღნიშნულის შესაბამისად ანიჭებს მას ნიშანს.

საქართველოში გო“ე“მო 2017 წლიდან არსებობს და მას შემდეგ აქტიურად ხდება კვების ობიექტების შეფასება. ამჯერად მისი წარმომადგენლები „ბიბლუსის“ წიგნის კაფეების ქსელ „პიატოთი“ დაინტერესდნენ, შეისწავლეს ობიექტები და შესაბამისი ნიშნებიც გადასცეს.

„მოხარულები ვართ, რომ გო“ე“მოს წარმომადგენლობა დაინტერესდა „ბიბლუსის“ კაფეების ქსელით და მოგვცეს შეფასება, როგორც პოპულარული კაფე კარგი მომსახურებით, ინტერიერითა და ხარისხით. ჩვენთვის ეს შეფასება მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავავითაროთ ქსელი, მეტი მრავალფეროვნება შევთავაზოთ მომხმარებლებს და ამავდროულად, საინტერესო გარემო შევქმნათ ჩვენი სტუმრებისთვის“, - განაცხადა „პიატოს“ ქსელის მენეჯერმა თინა ღლონტმა.

„ბიბლუსის“ წიგნის კაფეების ქსელი „პიატო“ 5 ობიექტს აერთიანებს. მათგან სამი თბილისში მდებარეობს, ერთი - ბათუმში და ერთი - ქუთაისში. გო“ე“მოს ნიშანი ამ ეტაპზე 3 კაფეს გადაეცა.

კვების ობიექტების შეფასების პარალელურად, ყოველწლიურად გამოიცემა გო“ე“მოს ყოველწლიური გზამკვლევი, რომელშიც გაეცნობით მსოფლიოს წამყვანი რესტორნების შეფმზარეულებს, ახალ ტალანტებს და ამავდროულად, საინტერესო კულინარიულ ისტორიებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება