ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ, საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ძალისხმევას კაპიტალის ბაზრის რეფორმების წარმართვის კუთხით.

„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის - სეკიურიტიზაციის - შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ახალი სამართლებრივი ჩარჩო სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს არსებითად ამცირებს და ინვესტორებისთვის ტრანზაქციის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორისთვის. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ბიზნეს სუბიექტებს სამომავლოდ მისაღები თანხების სტაბილური ნაკადები მიმდინარე ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნან და ამის საფუძველზე გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგებს საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავდა სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე სეკიურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს