ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგებაზე - ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გააზრებული

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააჟღერა და განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.

“ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გამოზომილი, გააზრებული და გამოზომილი”, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, მაკრონის სიტყვებმა რეზონანსი და ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამორიცხეს უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება