ოლაფ შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს და აცხადებს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში, Taurus-ი შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.

მისი თქმით, Taurus - რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. "მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია", - აღნიშნა შოლცმა.

კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა. „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით - არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება