„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო

1 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით „ფარმადეპოს“ ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე: ვიში, ლაროში, ბოდი შოპი, ავენი ატირანსი, ურიაჟი და სხვა მოთხოვნადი ბრენდები. 35%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ სილამაზისთვის საჭირო ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე. სპეციალური შეთავაზებები სხვადასხვა სააფთიაქო პროდუქტებზე.

როგორც კომპანიაში განმარტეს: „მარტის დღესასწაულებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით, ამ პერიოდში ორი მნიშვნელოვანი თარიღია დედის დღე და ქალთა დღე, შესაბამისად ფარმადეპოში ყველაფერი დახვდება მომხმარებელს იმისთვის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის განსაკუთრებული საჩუქარი შეარჩიოს, თანაც საუკეთესო ფასად.

ჩვენ გავითვალისწინეთ გაზაფხულის შემობრძანება და სეზონურობიდან გამომდინარე სპეციალურ ფასდაკლებას ვთავაზობთ მომხმარებლებს სილამაზისთვის საჭირო ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე. მოგეხსენებათ გაზაფხული გარდამავალი პერიოდია და ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ორგანიზმს და მივიღოთ ისეთი საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებულ ნაკრებს, რათა გააძლიერონ და აღადგინონ კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურა, ამ კატეგორიაზე ჩვენთან საუკეთესო ფასები დაგხვდებათ“

კამპანიის ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა მოთხოვნადი სერვისებით: დერმატოლოგის, ოფთალმოლოგისა და ნუტრიციოლოგის კონსულტაციებით. განრიგი და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ: bit.ly/3UXJ5Ba

მთელი კამპანიის განმავლობაში ფარმადეპოს ფეისბუქ პლატფორმასა და სხვადასხვა ბიუთი ჯგუფებში მრავალი გათამაშება ელოდება მომხმარებლებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება