ჩეხეთის პრემიერი - ევროპაში არავინ აპირებს ჯარების უკრაინაში გაგზავნას

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, ევროპაში არავინ აპირებს ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ პარიზში ორშაბათს გამართული სამიტის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარების გაგზავნის საკითხი მომავალში არ განიხილება.

„ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ევროპაში არავინ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. არ არის საჭირო დრამატიზება და ხალხის შეშინება რაღაცებით, რაც არავის შეუთავაზებია იმ ფორმით, როგორც ინტერპრეტირებულია”, - დასძინა ფიალამ.

შეგახსენებთ, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.

მაკრონის ამ განცხადების შემდეგ, ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუშინაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ მისი განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს