პაატა მანჯგალაძე - ცდილობენ, ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ მთავრობა - „ოცნება“ იძახის, კარგი ღარიბაშვილის წასვლა უკეთესი კობახიძის მოსვლამ გადაგვატანინაო, მაგრამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი თამაშია

თანამდებობას ასე დატოვებენ ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის დროში გაწელილი პროცესი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება” ახლა ცდილობს, რომ მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ.

„ასე დატოვებენ [თანამდებობას] ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის დროში გაწელილი პროცესი. რაც შეეხება აზარაშვილს, მე არ ვიცი რატომ წავიდა ის, ჯერ რა გააკეთა ისიც არ ვიცი. უფრო მეტიც, წერილს მაინც დატოვებდა რატომ მიდის. ეს არის ზუსტად პრობლემა, რომ მინისტრები რატომ მიდიან და მოდიან არ ვიცით. პრობლემა არის უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრები რატომ მიდიან და მოდიან, ისიც არ ვიცით. ღარიბაშვილი თურმე ძალიან კარგი იყო, მაგრამ წავიდა. „ქართლი ოცნება” ამბობს, რომ კობახიძე მოვიდა ძალიან კარგი. არ ვიცით, რეალურად რის გამო გაუშვეს ღარიბაშვილი და რას გააკეთებს კობახიძე, უბრალოდ გაუგებარია. მხოლოდ ბიძინამ იცის რა ხდება.

რესპუბლიკურს რაც შეეხება, არჩევნები მოვიდა და იცით ექიმებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ და წარმოადგენენ საზოგადოების მნიშვნელოვან, განმსაზღვრელ ფენას და მათთან არჩევნების წინ კონფლიქტში შესვლა ჩაითვალა პრობლემად. არ მგონია, რომ აზარაშვილი ამას შეეწირა. ახლა ცდილობენ, რომ ღარიბაშვილის კადრებისგან გაათავისუფლონ მთავრობა. ეს ასე ხდება ყოველთვის. მართალია “ქართული ოცნება” იძახის, რომ კარგი ღარიბაშვილის წასვლა უკეთესი კობახიძის მოსვლამ გადაგვატანინაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი არის თამაში”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის