ზაზა ლომინაძე ზურაბ აზარაშვილის გადადგომაზე - ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება რესპუბლიკურთან დაკავშირებულ საკითხებს - მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს

[ზურა აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება] არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება რესპუბლიკურთან დაკავშირებულ საკითხებს. არავითარი კავშირი და პარალელი აქ არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მისი მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის პირველი მოადგილე იქნება.

„ბატონმა მინისტრმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. გუნდში ამაზე მსჯელობა და არავითარი წინაპირობა მანამდე არ ყოფილა. არავითარი მიზეზი არ იყო. არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება რესპუბლიკურთან დაკავშირებულ საკითხებს. არავითარი კავშირი და პარალელი აქ არ არსებობს. თვითონ მინისტრმა გადაწყვიტა ასე. ცვლილება ხდება ჩვეულებრივად. ჯერჯერობით მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება მისი პირველი მოადგილე. შემდეგ ვნახავთ, გუნდში ვიმსჯელებთ”, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მათივე ცნობით, აზარაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება