რუსთავის მერი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ქალაქის მერმა სტუმრებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ნინო ლაცაბიძემ ელჩებს რუსთავის განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით, ბრიტანელი და რუმინელი დიპლომატები, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

“რუსთავის მერიის გუნდს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ელჩებთან, ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. სტუმრებს დავათვალიერებინეთ ახალი მომსახურების ცენტრი და ასევე ახალი მედიათეკა, სადაც საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოების ორგანიზებით, მეგობრობის გამზირზე, ღონისძიება სახელწოდებით - „მოძრავი საელჩო“ გაიმართა. რუსთაველებს შესაძლებლობა ჰქონდათ „მოძრავი საელჩოს’’ კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გასცნობოდნენ.

„ძალიან მოხარული ვარ რუსთავში სტუმრობით, ჩემს რუმინელ კოლეგებთან და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების ღონისძიების ფარგლებში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტს და რუსთავის მერს ამ ღონისძიების ჩატარებაში დახმარებისთვის. ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, რათა გავაგებინოთ და ავუხსნათ მოსახლეობას ნატო-ს შესახებ და ასევე შევასრულოთ ის ვალდებულება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება”, - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა.

გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი ორი წლის ვადით, ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების როლს ასრულებენ და ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაზე მუშაობენ. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, როგორც ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო