კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს. მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას! აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაფოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში.

არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროს მთავრდება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს