ირაკლი ქადაგიშვილი - ფსევდომიდგომას უნდა გავცეთ გონივრული პასუხი, მაგრამ დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, მათ შორის, პირველ რიგში მოწყვლადი ჯგუფების

ძალადობას არ უნდა შევუქმნათ საფუძველი -ჩვენი მიზანია ძალადობრივი ქმედება, გამოხატვის თავისუფლებასთან თუ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იყოს აღკვეთილი და პრევენცია ჰქონდეს გაკეთებული, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უმრავლესობის მოსაზრებით, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს შეეწინააღმდეგება, ხომ არ წაახალისებს უმცირესობებზე ძალადობას.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ფსევდომიდგომებს გონივრული პასუხი უნდა გაეცეს. მისივე თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ იქნება მიმართული კულტურისა და ხელოვნების შეზღუდვებზე.

“ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხდებით მსოფლიო მასშტაბით იმ დისკურსის მოწმეები, როცა კაცობრიობისთვის ტრადიციული ცხოვრების და ურთიერთობის წესთან დაკავშირებით, უხეშად შემოაქვთ ცვლილებები, ამიტომ მოგვიწია კონსტიტუციაში თითქოსდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ადამიანური ჭეშმარიტების ჩაწერა, რომ ქორწინება გახლავთ მამაკაცის და ქალის ერთობა ოჯახის შექმნის მიზნით. ამავდროულად გრძელდება მცდელობები, შემოტანილ იქნას ახალი სქესის განსაზღვრება, ბავშვებში სქესის არჩევის წესი დამკვიდრდეს. არის ისეთი მიმდინარეობები, რაც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს მომხდარა და ბოლო ათწლეულის ტრენდი გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ ფსევდომიდგომას უნდა გავცეთ გონივრული პასუხი, მაგრამ ხაზგასმით ვიმეორებ დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, მათ შორის, პირველ რიგში მოწყვლადი ჯგუფების. არავინ უნდა განიხილოს რომ ვიღაცას კულტურული, სახელოვნებო ან რაიმე კუთხით ემუქრება შეზღუდვა.

ჩვენი მიზანია საქართველოში ძალადობრივი ქმედება, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით თუ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იყოს აღკვეთილი და პრევენცია ჰქონდეს გაკეთებული. ამავდროულად, გარკვეულწილად ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ძალადობის წარმოქმნის საფუძველიც არ არსებობდეს ანუ ძალადობას არ უნდა შევუქმნათ საფუძველი, რომ ძალადობა წარმოიქმნას. პროვოცირება არ უნდა მოხდეს ძალადობისა, მე 5 ივლისზე არ გეუბნებით ამ შემთხვევაში. ზოგადად გეუბნებით. პრევენცია უნდა გააკეთო, რომ ძალადობა არ წარმოიშვას, ეს არის მგონი, ძალიან ნორმალური მიდგომა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო