მიხეილ სარჯველაძე - დღეიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული

დღეიდან ამოქმედებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტებით იქნება დარეგულირებული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონის პრეზენტაცია გამართეს და ამოქმედებულ სიახლეებზე ისაუბრეს.

„შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დღეს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს მეშვეობით, საქართველო გახლავთ სახელმწიფო, რომელიც პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროპული სტანდარტებით არეგულირებს. ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამავდროულად, არც თუ უმნიშვნელო და პატარა წვლილია ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში, როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ისე თავის შინაარსით, რადგან თანამედროვე ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე იმყოფება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრული ჰარმონიზაცია მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, მთელ რიგ სიახლეებთან ერთად, ახლებურად ჩამოყალიბდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების პროცესი, ასევე, ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელებისას მონაცემთა დამუშავების წესები.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა და განისაზღვრა სამართალდარღვევის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კონტექსტში, ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სამსახურის მიერ შესასრულებლად სავალდებულოდ დავალებების შეუსრულებლობა“, - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის გენერალურმა მდივანმა ლეონარდო სერვერა ნავასიმ და - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახალხო დამცველი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი