ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა გერმანიის აქტიურ ჩართულობას თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

„შეხვედრაზე აღინიშნა გერმანული მხარის მიერ გაწეული ძლიერი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტთა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“.- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!