გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გახსნა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის, სახალხო დამცველის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„კონფერენციაზე განხილული იქნა სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა, კერძოდ კი მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა ისაუბრა პროკურატურის, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური რგოლის როლზე დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, ხაზი გაესვა პროკურატურის ძალისხმევას საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების და მიდგომების დანერგვის კუთხით, რაც გავლენას ახდენს როგორც პროცესის მონაწილეებზე, ასევე, საზოგადოების წევრებზე, მათ უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

განსაკუთრებით აღინიშნა პროკურატურის ინიციატივით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე, სქესობრივი დანაშაულებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების კუთხით.

ლონდა ბიჭიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობების მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო