კახა კალაძე - ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ევროპარლამენტის განცხადებებს უნდა გაემიჯნოს - საგარეო ურთიერთობებს აზიანებს, როცა თეთრზე შავს გეუბნებიან

ამ ტიპის განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, დამაზიანებელია და საგარეო ურთიერთობებს აზიანებს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძის ევროპარლამენტის მიერ ანგარიშის მიღება, რომელშიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა გაჟღერებული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს.

„ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს 80%-ზე მეტი ადამიანი ემხრობა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას ევროპა წარმოუდგენია, სადაც არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება დაცული და ასე შემდეგ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, დამაზიანებელია, საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს და არასწორ დამოკიდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ცუდია ზოგიერთი ოდიოზური ევროპარლამენტარის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების გაკეთება. ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს. დღეს ძალიან ბევრი ითქვა ამასთან დაკავშირებით, პირად საუბრებში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება არის ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის გამიჯვნა იმიტომ, რომ ამ ტიპის განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, დამაზიანებელია და საგარეო ურთიერთობებს აზიანებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება