ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში: „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები“.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში გადაიდგა მაკროეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ მოკლე პერიოდში შეძლო ფისკალური კონსოლიდაცია და მიღწეული შედეგებით საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ფისკალური კონსოლიდაციის მაგალითი აჩვენა.

მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფად მოხდა ეკონომიკური პარამეტრების აღდგენა და ყველა სექტორს მიეცა სწრაფი ზრდის შესაძლებლობა, ასევე, მოხდა ლარის კურსის დასტაბილურება.

„შედეგად, მივიღეთ ის, რომ, როგორც დეფიციტის, ისე ვალის მოცულობის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება უსაფრთხო ნიშნულზე და საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი გამორჩეულია, არა მხოლოდ, რეგიონში, არამედ მსოფლიოში და აჩვენებს, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ასეთ მოკლე პერიოდში საკმაოდ სტაბილური ფისკალური ჩარჩოს შენარჩუნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციას საინტერესო დისკუსიისა და პრეზენტაციების მომზადებისთვის, როგორც სექტორულ ჭრილში, ისე მაკროეკონომიკური მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება