ცოტნე ანანიძე - მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული: ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს - მსოფლიოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით შემაშფოთებელი ტენდენციაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, მმართველი გუნდის ინიციატივას ეხმაურება, რომ მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

როგორც ანანიძე აცხადებს, მიდგომები ადამიანის უნივერსალურ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.

„ახალი კანონპროექტის შემუშავების მთავარი არსი და მიზანია, მოსახლეობის ფსევდოლიბერალური პროპაგანდისაგან დაცვა. კანონპროექტი მომზადდება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, მთავარი ფაქტორი იქნება ეს! ამასთან, მიდგომები ადამიანის უნივერსალურ ღირებულებებსა და მათი ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელიც თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტიაა.

დღეს, მსოფლიო მასშტაბით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით, შემაშფოთებელი ტენდენციაა. გაჩნდა ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა - სქესის აღმნიშვნელი სიტყვების ლექსიკიდან ამოღება და „გენდერულად ნეიტრალური” ტერმინოლოგიის დამკვიდრება, ბავშვებისთვის საკუთარი სქესის არჩევისა და შეცვლის ოპერაციის შესაძლებლობის მიცემა. ამ ყველაფერს არ შეიძლება ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები.

სწორედ, ამ საშიში ტენდენციის შესაკავებლად გადაწყდა აღნიშნული კანონპროექტის მომზადება, მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული: ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს“,- აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება