კანადის თავდაცვის მინისტრი - მზად ვართ, უკრაინაში ჯარისკაცები გავგზავნოთ უკრაინული ჯარების გასაწვრთნელად

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის განცხადებით, კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინაში უკრაინული ჯარების გასაწვრთნელად.

Star-თან ინტერვიუში ბლერმა განაცხადა, რომ ეს იდეა უკრაინის საკითხზე პარიზში ორშაბათს გამართულ სამიტზეც განიხილეს.

„ეს უნდა გაკეთდეს საკმაოდ ფრთხილად და შეზღუდულად, წვრთნების ჩატარების შესაძლებლობებით. არ მსურს, რომ კანადის ძალების პირადი შემადგენლობა განთავსდეს საბრძოლო ოპერაციების მახლობლად, რაც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს თავზე ვიღებთ საბრძოლო როლის რომელიმე კომპონენტს“, - კანადის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, კანადელი სამხედრო მოსამსახურეების მცირე რაოდენობა უკვე იმყოფება უკრაინაში - ისინი იცავენ დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ამზადებდნენ ოპერაცია UNIFIER ფარგლებში, თუმცა 2022 წელს მისია სხვა ქვეყნებში გადავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს