მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვქონდეს - ამ ყველაფერს სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება დაეხმარება

საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვქონდეს - ამ ყველაფერს სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება დაეხმარება, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას მგზავრთნაკადი ასტიმულირებს, რა პროცესშიც სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში წასასვლელად ვიზა სჭირდებათ, ეს მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა.

“წლებია ვიყენებთ ყველა რესურსს, ყველა პლატფორმას, ყველა კონფერენციასა და კონგრესს იმისთვის, რომ აშშ-ში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვქონდეს, რათა ისინი საქართველოს საავიაციო ბაზრით დავაინტერესოთ. მუდმივად ვაწარმოებთ ანალიტიკას, თუ რა ხდება საავიაციო ინდუსტრიაში - 2023 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის 75 ათასზე მეტი მგზავრი იყო. ეს ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ არ არის ცოტა. ეს იმ მგზავრთა ოდენობაა, რომელთაც აშშ-დან საქართველოში და საქართველოდან აშშ-ში ტრანზიტული გზით იმოგზაურეს. ეს გვაძლევს ძალიან ოპტიმისტურ ბაზისს, რომ ამერიკულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. ვხედავთ უდიდესს რესურსს, რომ მგზავრთნაკადი გაიზრდება როგორც კი პირდაპირი რეისები დაინიშნება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება