ნიკოლოზ სამხარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე - საინტერესოა გავიგოთ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების აზრი - სამუშაო პროცესში  ჩავრთავთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საინტერესოა გავიგოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ აზრი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის სამუშაო ვერსია პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაიწერება და განიხილება.

„ჩვენ ჩავრთავთ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წარმოდგენილია პარლამენტში. ჯერ არ არსებობს არანაირი სამუშაო ვერსიაც კი. სამუშაო ვერსიაც იქნება განხილული და დაწერილი მათთან ერთად, ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. საინტერესოა გავიგოთ ასევე მათი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ ეს ყველაფერი არის ძალიან საწყის ეტაპზე და საწყის ფორმაში და პროცესი გვაჩვენებს, როგორ განვითარდება. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, როდესაც დაიწყება ამაზე მუშაობა, როდესაც ჩაერთვებიან ამაში პარტიები და იქნება პირველი ვერსია, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება