საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, 2023 წელი საქართველოს პარლამენტსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.

„გასულ წელს, ასამბლეის ყოველწლიურ, რიგით 48-ე სესიას საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, პირველად ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიება გაიმართა ასამბლეის იმ წევრ ქვეყანაში, სადაც ფრანგული ენა არ არის ოფიციალური და სამუშაო ენა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პარლამენტის ცნობით, სესიის ფარგლებში ბიუროს, კომიტეტებისა და ქსელების შეხვედრები გაიმართა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 35-ე სესიაში.

კომიტეტის წევრებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც გენერალური ასამბლეის 61-ე და 62-ე სხდომებში, ასევე კომიტეტების სხდომებში.

მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა PABSEC-ის ეგიდით, მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, რომელმაც ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში კოლეგებს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2023 წელს ჩატარებულ ყველა საპარლამენტო სესიაში. ხოლო, ვანკუვერში გამართული სესიის ფარგლებში, ვანკუვერის დეკლარაციის ტექსტში ქართული დელეგაციის მიერ აისახა ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას.

ანგარიშის წარდგენისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამდებობის პირთა მიერ საქართველოში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე, რომლის ფარგლებში ასამბლეის წარმომადგენლები გაეცნენ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას და შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ ასამბლეის ეგიდით განხორციელებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო