მიხეილ სააკაშვილი - მეუფე იობის ქადაგების გადასაფარად, საწინააღმდეგოს სათქმელად სუს-თან კავშირში შემჩნეული ორი მღვდელი გამოიყვანეს, მაგრამ ეს ცალკეული ელემენტები ვერ შეარყევენ ჩემს რწმენას ჩვენს ეკლესიაში და მის ჯანმრთელ ბირთვში

მეუფე იობი რამდენიმე კვირის წინ, ჩემ სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სააკაშვილი მეუფე იობის ქადაგებას გამოეხმაურა, სადაც მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, მეუფე იობი არის ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი.

„მეუფე იობი მიუხედავად, იმისა ეთანხმება თუ არა მას ვინმე, არის ჩვენი ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა 2003 წლის დასაწყისში, როდესაც მან შემდგომი ბრძოლისთვის დაგვლოცა.

რამდენადაც ვიცი ამ კონკრეტული ქადაგების დროს სუს-მა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ტელეფონები ჩაუხშო.

ამ რამდენიმე კვირის წინ კი მეუფე, რომელსაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩემგან არაფერი მოუთხოვია, ჩემს სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს.

მეუფეს ქადაგების გადასაფარად, რომელიც დავითობის დღეს ჩატარდა, საწინააღმდეგოს სათქმელად სუს-თან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ორი მღვდელი გამოიყვანეს, მაგრამ ეს ცალკეული ელემენტები ვერ შეარყევენ ჩემს რწმენას ჩვენს ეკლესიაში და მის ჯანმრთელ ბირთვში“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა.

„რაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ეკლესიამ სარგებელი მიიღო, მსგავსი არცერთი ხელისუფლების დროს არ მიუღია. ეს არის მიწების გადმოცემა, ტაძრების აღმშენებლობა, შენობების გადმოცემა... ძალიან ბევრი რამ გააკეთა. არ მგონია ადამიანს, მითუმეტეს პრეზიდენტს სძულდეს ქვეყანა და ამავდროულად ამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მას ჩემთვის არც საჩუქარი, არც არაფერია მოუცია. ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის და საქართველოს ღიმილისთვისაც კარგი იქნება, ყველანაირად კარგი იქნება, რომ ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და ალბათ, უნდა დადგეს მისი გათავისუფლების საკითხი, თუნდაც საქართველოში თუ არ იქნება, უცხოეთში წაბრძანდეს",- განაცხადა ქადაგებისას მეუფე იობმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო