ირაკლი ღარიბაშვილი - ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხია, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს ხვდებიან.

მისი თქმით, რეგიონებში მაქსიმალური მობილიზება უნდა იყოს და პარტიის გასვლითი ღონისძიებები სწორედ ამას ემსახურება.

„ორი კვირის წინ დავაანონსე რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხია, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან. მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩვენი გასვლითი ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება