ირაკლი ღარიბაშვილი - მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა - ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ

მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ყველგან - ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მისივე თქმით, „სწორი დაცვა სჭირდება საზოგადოებას, ბავშვებს და ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“.

„რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ ერთის მხრივ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. გადახედეთ მთელ მსოფლიოში რა ხდება, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს და ეუბნებიან, ყველგან - ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ამიტომ, აუცილებელია და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე გუნდში მსჯელობა, საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, ჩვენი გუნდის სახელით გააჟღერა ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ჩვენ ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუ გახსოვთ, მაშინ მე გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მოდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ, ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. სწორი დაცვა სჭირდება ჩვენ საზოგადოებას ბავშვებს და ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო