მამუკა მდინარაძე - თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ ლგბტ პროპაგანდის უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ არსებობს

თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ, ლგბტ პროპაგანდას უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ აქვს, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პედოფილია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც უმკაცრესი სასჯელი გააჩნია.

მდინარაძე ასევე, პარალელს ავლებს პედოფილიასა და ლგბტ პროპაგანდას შორის და აცხადებს, რომ ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის.

„როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა რომლისთვისაც არსებობს ნორმა, უმკაცრესი სასჯელი და როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცველები და შესაბამისი სასჯელი არის უმკაცრესი. გაუპატიურებაზე, პედოფილიაზე არის უმკაცრესი სასჯელები. აღსრულებაშიც უმკაცრესად ისჯებიან. ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, განსხვავებით ამისა, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ, უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება