„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი და რეგიონული მდივნები აჭარის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმში გამართულ პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ალექსანდრე ტაბატაძე, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე.

„შეხვედრის მთავარი საკითხი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის მიზანია ამ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს განვლილ პერიოდზე, გარკვეულ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო გლობალურ პოლიტიკასთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვადასხვა ძალების მცდელობებთან, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. საუბარი ასევე შეეხო შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე.

ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის, რომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები და შეხვედრები რეგიონებში“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის