ვოლოდიმირ ზელენსკი - შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება - ამის დავიწყება შეუძლებელია, მსოფლიოს ეს ეხსომება

შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “

„მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან” დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. და უკრაინისთვის იარაღის, ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებების გაჭიანურება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს იწვევს [როგორც შაბათს ოდესაში], იმას, რომ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც რუსეთი ართმევს სიცოცხლეს, მუდმივად იზრდება. უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. ხოლო როდესაც სიცოცხლეები იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ შიდა პოლიტიკური თამაშები ან კამათები აქვთ, რომლებიც ჩვენს თავდაცვას ზღუდავენ, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელია ამაზე დათანხმება. და შეუძლებელი იქნება დავიწყება - მსოფლიოს ეს ეხსომება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დეტალები გაავრცელა ბავშვებზე, რომლებიც ოდესაში მრავალსართულიან სახლზე „შაჰედების” თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ, ან დაშავდნენ.

„ამ მომენტისთვის შვიდი გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი, მათ შორის ორი ბავშვია. ჩვილი - ოთხი თვის, მას ტიმოფეი ერქვა. და ბიჭი - მარკი, ბავშვს სამი წელიც არ შეუსრულდა… რვა ადამიანი დაშავდა - კიდევ ერთი ბავშვი, სამი წლის, გოგო… ეს ტერორია, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის განადგურება, მხოლოდ ადამიანების დაშინება აქვს მიზნად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს