დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურის და აიდაჰოს კოკუსში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსებში გაიმარჯვა. ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა კონკურენტი, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი სამივე შტატში დაამარცხა და ამ გამარჯვებით მნიშვნელოვნად მიუახლოვდა გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

მანამდე, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადაში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებსა და სამხრეთ კაროლინაშიც.

ცნობისთვის, 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს