ბელგრადში ხელახალი არჩევნები ჩატარდება

სერბეთის მმართველი პარტია ბელგრადში ხელახალი მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას დათანხმდა.

სერბეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მასობრივი პროტესტისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის უარყოფითი შეფასებების შემდეგ მიიღო.

ბელგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე საპიჩმა განაცხადა, რომ პარტიას ხელახალი არჩევნების ჩატარების არ ეშინია.

კენჭისყრის თარიღი 30 დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. ოპოზიციურმა კოალიციამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლების თანხმობას დიდი გამარჯვება უწოდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას ბელგრადში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ კენჭისყრის ოფიციალური შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, ამომრჩეველთა ნებას არ ასახავს.

28 თებერვალს, ეუთო/ოდირმა სერბეთის არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სერბეთში ჩატარებული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა და საარჩევნო ურნებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს