პოლონეთის სეიმის სპიკერი - ნატო არ არის მზად უკრაინაში ჯარების განსათავსებლად, ეს ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე ევროპაში ზოგიერთს ჰგონია

ნატო არ არის მზად უკრაინაში თავისი ჯარების განსათავსებლად, ეს ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე ევროპაში ზოგიერთს ჰგონია, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის სპიკერმა, შიმონ გოლოვნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სცენარი, შესაძლოა, ალიანსის ბევრი წევრი ქვეყნისთვის პრობლემად იქცეს.

"ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია, თუნდაც ევროპაში. არ მინდა ვიყო არაგულწრფელი, ამიტომ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა იქნება ნატო-ს მრავალი ქვეყნისთვის. ვიცი, რა თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა და რა არის მისი იდეა ზოგადად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ნატო მზად არის ამ ომში ასეთი მონაწილეობისთვის“, - განაცხადა შიმონ გოლოვნიამ.

მისი თქმით, ასეთ ოპერაციაში ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მონაწილეობაც კი პრობლემური იქნება. გოლოვნიამ განმარტა, რომ უკრაინაში ნატო-ს ერთი ჯარისკაცის სიკვდილი მთელ ალიანსზე თავდასხმად ჩაითვლება.

"მოგვიწევს კოლექტიური პასუხის გაცემა. ნატო ჰგავს ძმობას, ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. ამიტომაც ვმსჯელობთ ამაზე", - განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა.

გოლოვნია თვლის, რომ ახლა უკრაინას დასავლეთისგან სჭირდება არა ხალხი, არამედ ტექნოლოგია და სწორედ ტექნოლოგიური უპირატესობა მიიყვანს გამარჯვებამდე.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ნატო-ს ჯარისკაცების ფიზიკურ ყოფნას ეხება, რადგან ვფიქრობ, ამან შეიძლება გააუარესოს სიტუაცია", - აღნიშნა პოლონელმა სპიკერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება