ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  რიგი დგას - ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია პრეზიდენტისთვის, რომ გაათავისუფლოს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

ანა წითლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

„დღეს ზუგდიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული მხარდამჭერი. ის, რომ დღეს აქ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზუგდიდი და სამეგრელო ყველაზე მეტად გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ამიტომ, ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ასევე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება