ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს მიერ უგულებელყოფილი ყოველი ტერორისტული თავდასხმა, რუსეთს საშუალებას აძლევს განაგრძოს მკვლელობები - ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, უპასუხოს რუსეთის აგრესიის ყველა გამოვლინებას, რადგან უკრაინელი ბავშვები რუსეთის ფედერაციის სამიზნეები ხდებიან. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო ოდესიდან, სადაც რუსებმა დრონებით საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა განახორციელეს.

”ჯერჯერობით დაფიქსირდა 10 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სამი ბავშვი: მარკი, რომელიც სამი წლის გახდებოდა, ელიზავეტა, რომელიც რვა თვის იყო და ტიმოფი, რომელიც ოთხი თვის იყო. რუსეთმა უკრაინელი ბავშვები სამხედრო სამიზნეებად აქცია. ვის ებრძვიან ეს მხეცები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გადარჩენილია ხუთი ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მან დასძინა, რომ ყველა დაზარალებულს უტარდება საჭირო დახმარება.

„რუსეთის ყოველი დანაკარგი ფრონტზე არის ჩვენი ქვეყნის პასუხი რუსულ ტერორზე. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას და მოიგერიოს რუსეთის ქმედებები. ყოველი რუსული ტერორისტული აქტი, რომელსაც მსოფლიო უგულებელყოფს, საშუალებას აძლევს რუსეთს განაგრძოს მკვლელობა. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. მხოლოდ უკრაინის ძალას შეუძლია უკრაინელებისთვის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

1-2 მარტის ღამეს რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს. თვითმფრინავი კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ქალი და სამი ბავშვი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება