გიორგი ტყემალაძემ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესა და პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილ კულტურის ცენტრ „მუზაში“ გამართულ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ქალები, მათ შორის მრავალშვილიანი დედები და პენსიონერი ქალბატონები დაესწრნენ.

კონცერტში ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის - დედის - დღეა. ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით კი მრავალშვილიან დედებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის - შვილების კარგად ყოფნას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების დასასრულს კი ქალბატონებს თაიგულები და საჩუქრები გადასცეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს