ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ, დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ხმების 62.9% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33.2%-ი.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში და კიდევ უფრო მიუახლოვდა შანსს, გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება