დონალდ ტრამპი ვაშინგტონის პრაიმერიზში დამარცხებაზე - ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით - ჰეილი „ლუზერია“, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლუმბიის ოლქს „ჭაობს" უწოდებს მას შემდეგ, რაც მისმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ იქ „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზი მოიგო.

„მიზანმიმართულად თავი შორს დავიჭირე ვაშინგტონის კენჭისყრისგან, რადგან ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით. Birdbrain-მა (მეტსახელი, რომლითაც ტრამპი ჰეილის მოიხსენიებს) მთელი თავისი დრო, ფული და ძალისხმევა იქ დახარჯა. შაბათ-კვირას მოვიგეთ მისური, აიდაჰო და მიჩიგანი - ძალიან სუსტი მოწინააღმდეგის სრული განადგურება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი პირობას დებს, რომ 5 მარტს, როდესაც შიდაპარტიული არჩევნები 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართება, დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს.

„Birdbrain-ი ლუზერია, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა. მსიამოვნებს იმის ყურება, რომ „ჩიტი“ არ ასრულებს თავის დაპირებას, რომ არასოდეს დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტ ტრამპს („დიდ პრეზიდენტს“). დაუპირისპირდა, მოიტყუა და წააგო!“ - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს