რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურში დარღვევები გამოვლინდა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, 2021-2022 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ბათუმის „სანდასუფთავების" სამსახურში დარღვევები გამოვლინდა. რეზო ხარაზი ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს პასუხისმგებლობას აკისრებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, გამოქვეყნებული დასკვნით, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შპს "სანდასუფთავებას" ეხება, აღწერილია ის პრობლემები, რომლებზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში საუბრობდა. დასკვნის მიხედვით არამიზნობრივად არის გახარჯული საწვავი, ასევე სამსახურმა ვერ უზრუნველყო ფინანსების სწორად ხარჯვა, შესყიდვები სარისკოა და შეიცავს კორუფციის რისკებს. "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას აკისრებს ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს. სწორედ რომ მისი და მისი გუნდის დამსახურებაა არაეფექტურად სამსახურის ფუნქციონირება.

ბათუმის მერია, თავისი სამსახურებით ვერ ახდენს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების უზრუნველყოფას“, - აცხადებს რეზო ხარაზი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს