ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რონალდ პრაისს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივი პროექტებით უკვე მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ირიგაციის სექტორის რეფორმირების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, მაქსიმალური თანამშრომლობით და კოორდინაციით, საერთო მიზნების ეფექტიანად განხორციელებას, გამოწვევების დაძლევას და უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც რონალდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალში ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება