„თიბისის“ მხარდაჭერით, Google-ის ინიციატივა „Women Techmakers“ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

„თიბისის“ მხარდაჭერით, Google-ის ინიციატივა „Women Techmakers“ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს. „თიბისის“ ცნობით, მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება „შეცვალე მომავალი“ 14 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

„თიბისის“ მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან. პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს.

კონფერენციაზე საგანმანათლებლო და „ნეთვორქინგ“ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები (Android/iOS), სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები, და ტექნოლოგიები განათლებაში.

ღონისძიების მიზანი არა მხოლოდ მსმენელთათვის საინტერესო თემების შეთავაზება და კომფორტული გარემოს შექმნა, არამედ მოტივაციაა ქალებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე საკუთარ ცოდნას ისეთი ტექ პროფესიონალები გააზიარებენ, როგორიცაა:

ნინუცა ნანიტაშვილი, ნათია სირბილაძე, ელენე კვარაცხელია, ალინა ტყაბლაძე, ნანა დიხამინჯია, ნანა ქავთარაშვილი, მარიამ გაგუა და სხვა..

Google-მა ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ქალებისთვის Women Techmakers-ის პროგრამა შექმნა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერ, მობილური სისტემების დეველოპერ და მონაცემთა მეცნიერ ქალებს უსაზღვრო განვითარების საშუალებას აძლევს. ეს კომუნა საქართველოში 2014 წლიდან არსებობს.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც ტექ პროფესიონალების ჩართულობა მაქსიმალურადაა წახალისებული.

„თიბისი“ არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიებში, ერთ-ერთი ასეთი წამოწყება გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება