დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია ცდილობს, ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს და ეს კატა იქ არ არის - ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ოპოზიცია ცდილობს, რომ ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს, ეს კატა იქ არ არის - ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ხარისხი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესიდან გამომდინარეობს, რომელიც ამ თვალსაზრისით სუბიექტურ მიდგომებს გამორიცხავს.

„9-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისთ შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ხდება ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში, ასევე სპეციალური მონაცემების დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ხელმძღვანელს - ოპოზიცია ცდილობს, რომ ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს, ეს კატა იქ არ არის. რეალურად, ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები გათვალისწინებული ამ რეგულაციებში, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტის შემოღებას გულისხმობს. მას შესაბამისი უფლებამოსილებები ეძლევა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და სხვადასხვა მიმართულებებით. რაც შეეხება დამოუკიდებლობის ხარისხს - დამოუკიდებლობის ხარისხი იმთავითვე გათვალისწინებულია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კომისიური წესით არჩევის თვალსაზრისით, ასე რომ, ის საპარლამენტო სივრცეში იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სივრცეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც დამოუკიდებლობის ხარისხი არჩევის წესიდან გამომდინარეობს, რომელიც გამორიცხავს სუბიექტურ მიდგომებს ამ თვალსაზრისით," - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება