ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვება გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვება გაიმართა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს და კარიერული წინსვლა უსურვეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორმა მარინა ქორიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა. თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ბსუ-ს კურსდამთავრებულის სტატუსი 150 უცხოელ სტუდენტს მიენიჭა.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ცერემონია ქუდების ასროლით დასრულდა. ღონისძიებაზე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა ეროვნული ცეკვები შეასრულეს. გამოშვება მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება