უკრაინის დაზვერვა - უცნობმა პირებმა რუსეთში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რომელსაც საბრძოლო მასალის გადასატანად იყენებდნენ

რუსეთის სამარის ოლქში უცნობმა პირებმა სარკინიგზო ხიდის საყრდენი ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს სარკინიგზო ხაზი გამოიყენებოდა საბრძოლო მასალის გადასაზიდად და მისი აღდგენა უახლოეს კვირებში შეუძლებელი იქნება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რკინიგზის ხაზს აგრესორი სახელმწიფო სამხედრო ტვირთის გადასაზიდად იყენებდა, კერძოდ, სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე „პოლიმერის“ ქარხნის მიერ წარმოებული საინჟინრო საბრძოლო მასალის გადასაზიდად. სარკინიგზო ხიდის დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, მისი გამოყენება შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლებელია,” - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, უცნობმა პირებმა ხიდის საყრდენი მდინარე ჩაპაევკაზე, ზვეზდა-ჩაპაევსკის მონაკვეთზე ააფეთქეს. ხიდზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდის ლითონის კონსტრუქციები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!