ლევან ხაბეიშვილი - ვერც ერთი პარტია ვერ წყვეტს ვისთან გააკეთებს კოალიციას - მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს, ჩვენ მზად ვართ მასთან შევქმნათ კოალიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია კოალიციას იმ ოპოზიციონერ პარტიასთან ჩამოაყალიბებს, რომელსაც ხალხი მანდატს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცემს.

მისივე განცხადებით, კოალიციის შექმნას არა პარტია, არამედ, ხალხი წყვეტს.

„თქვენ რომ გესმოდეთ ეს კარგად, ჟურნალისტებს განსაკუთრებით, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ წყვეტს ვისთან გააკეთებს კოალიციას. ამას არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს. მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვისაც მისცემს მანდატს ჩვენ მზად ვართ მასთან შევქმნათ კოალიცია. უკეთ როგორ გიპასუხოთ, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. თქვენ გინდათ, რომ მე ვიმკითხაო და გპასუხობთ პრაქტიკაში როგორ მოხდება. ჩვენ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ვართ და იმ ხალხთან ჩამოვაყალიბებთ კოალიციას, ვისაც ხალხი აირჩევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ამისთვის, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი თავისუფალი იყოს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო