გია ვოლსკი - პოლარიზაციის, დაპირისპირების შემოქმედნი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ ისე, რომ თვითონ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ან კოალიციურ მთავრობაში, ან მცირე ჯგუფით პარლამენტში შემოსვლისა, ერთი კაცით მაინც

პოლარიზაციის, დაპირისპირების შემოქმედნი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ ისე, რომ თვითონ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ან კოალიციურ მთავრობაში, ან მცირე ჯგუფით პარლამენტში შემოსვლისა, ერთი კაცით მაინც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ, ჩამოკიდებული არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე", ნაწილი კი პირდაპირ არის მათთან მოკავშირეობაში მხილებული.

„ზოგი ცდილობს გაემიჯნოს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე წარსულზეა საუბარი, მაგრამ ვერ ემიჯნებიან, იმიტომ, რომ არც პიროვნულად და არც საქმით, ისინი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. აქედან გამომდინარე, ვინც ვერ ლახავს [ბარიერს], ვერ გადალახავს ვერასდროს და ვინც ვერ ხედავს თავის თავს ამ სიაში, რომელიც „ნაცმოძრაობას" წარმოადგენს ისინი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, ვინაიდან იციან, რომ სადღაც შეიძლება პოპულარული იყო ეს თემა, რომ კოალიციური მთავრობა თურმე დაამთავრებს ამ პოლარიზაციას. პოლარიზაციის, დაპირისპირების შემოქმედნი დღეს კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ ისე, რომ თვითონ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ან კოალიციურ მთავრობაში, ან მცირე ჯგუფით პარლამენტში შემოსვლისა, ერთი კაცით მაინც," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება