გია ვოლსკი - სააკაშვილი მობეზრდა ყველანაირ მოკავშირეს - მისი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია"

სააკაშვილი მობეზრდა ყველანაირ მოკავშირეს - მისი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და საქციელი არაადეკვატურია.

„სააკაშვილი მობეზრდა ყველას, ყველანაირ მოკავშირეს, ვინაიდან აბსოლუტურად არაადეკვატურია მისი საქციელი, მისი განცხადებები, დანაშაულები კი აშკარაა. სწორედ ამისგან გამიჯვნას ცდილობს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია". სააკაშვილისგან გამიჯვნას აქვს ყველაზე დიდი პოპულარული სმენადობა. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელიც ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს სააკაშვილის ბოროტების სისტემისაგან შორს მყოფ სუბიექტად," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება