თინა ბოკუჩავა ბრიუსელში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ ქალებთან შეხვედრებს მართავს

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მსურს გითხრათ, რომ ვგეგმავთ ქალთა ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას. მჯერა, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერება დაკავშირებულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან და ჩვენს ძალისხმევასთან, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები ქალებისთვის , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწვევით, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბრიუსელში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ ქალებთან ერთად შეხვედრებს მართავს.

მათ შორის თინა ბოკუჩავა შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს დუბრავკა სუჩას, რომელიც, ასევე, ევროკომისიის დემოკრატიის და დემოგრაფიის ევროკომისარია.

მან ისაუბრა, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან ქალები საქართველოში ეკონომიკური თუ დემოგრაფიული მიმართულებით და რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

თინა ბოკუჩავამ მასპინძელს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს წარმოვადგენ საქართველოს, ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახან მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ძალიან მიხარია, რომ ევროპულ გზაზე წინ მივიწევთ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მსურს გითხრათ, რომ ვგეგმავთ ქალთა ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას და მოხარულები ვიქნებით თქვენი ჩართულობით. მჯერა, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერება დაკავშირებულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან და ჩვენს ძალისხმევასთან, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები ქალებისთვის.

დღეს საქართველოში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, მზარდია მიგრაცია. დიდწილად ქვეყანას სწორედ ქალები ტოვებენ, მათ შორის ევროპის მიმართულებით.

მაგალითად, მხოლოდ გასულ წელს 30 000-ზე მეტმა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკის გაძლიერება ქვეყნის შიგნით.

როგორ ფიქრობთ, დემოკრატიის განვითარებასთან ერთად, რა როლი აქვს ევროკავშირს დემოგრაფიულ და ეკონომიკურ სიძნელეებთან გამკლავებაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება?“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში