მიხეილ სააკაშვილი - ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას

პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვედზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება „ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას“.

„საქართველოში ისტორიულად ყოველთვის რთულად იკრიბებოდა ხელმოწერები, ნებისმიერ თემაზე.

ჩემი თავისუფლების საკითხი აღმოჩნდა გამონაკლისი - პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს. რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ეს იქნება 100 ათასით მეტი, ვიდრე ამასწინათ, მთელს რუსეთში ერთადერთმა ომის მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნადეჟდინმა შეკრიბა და ამ 200 ათასმა ხელმოწერამ ისე შეაშინა კრემლი, რომ ნადეჟდინი საარჩევნო კომისიამ აღარ გაატარა.

ყოჩაღ სოფო ჯაფარიძე, იგორ ნარმანია, ენმ-ის რეგიონალური ორგანიზაციები. ხალხის ასეთი აქტიურობა ნამდვილად იძლევა იმედს. ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას“,- წერს სააკაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება