დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ იხსნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ იხსნება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხეს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები მწერალ და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად გახსნიან, რომელიც მოზარდებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.

საქართველოში რიგით ოცდამეორე „თანასწორობის კუთხე“ იხსნება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება